ანესთეზიის შემდეგ მამაკაცს საკუთარი მეუღლე ხელახლა შეუყვარდა
ჯეისონ მორტენსენმა მძიმე ოპერაცია გადაიტანა და ანესთეზიიდან გამოსულს ცოტა ხნით მეხსიერება დაეკარგა. თვალები გაახილა თუ არა, მის წინ მჯდარი ქერა ლამაზმანი შენიშნა და მისი ვინაობით დაინტერესდა. ქალი, რომელიც ჯეისონს ამნეზიამ ცოტა ხნით დაავიწყა, მისი მეუღლეა და წყვილი ექვსი წელია დაქორწინებულია.
"ექიმმა გამოგგზავნა? ვაუ, შენ ყველაზე ლამაზი ქალი ხარ, ვინც ოდესმე მინახავს. აბა, კარგად დამენახე, არაჩვეულებრივი ღიმილი გაქვს. მოდელი ხარ? რა გქვია?" - კითხვებით და კომპლიმენტებით აავსო ჯეისონმა მეუღლე, რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა. როცა გაიგო, რომ ეს მშვენიერი ქალი მისი ცოლია, ახლად ნაოპერაციები მამაკაცი გაოცდა და დაინტერესდა, რამდენი წელია, დაოჯახებულნი არიან და ჰყავთ თუ არა შვილები.
იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე