ბათუმთან ახლოს, მოსახლეობა ბაზების ბუდის ლიკვიდაციას ითხოვს
ბათუმის მიმდებარედ, ურეხის დასახლებაში, ხახულის ქუჩაზე მცხოვრებლები საგანგებო სამსახურს ბაზების ბუდის ლიკვიდაციას სთხოვენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ოთხი დღეა ბაზები (ფუტკრისებთა ოჯახის მწერები) სახლების გარშემო დაფრინავენ, საღამოობით კი ელექტროენერგიის შუქზე ოთახებშიც შედიან.
როგორც ადგილობრივმა მაცხოვრებელმა სულიკო ბერიძემ "პალიტრა ტვ"-ს განუცხადა, "112"-ს მიმართეს, თუმცა ისინი ადგილზე არ მივიდნენ.
ფუტკრისებრთა ოჯახის მწერებს, ბუდე ცეცხლაძეების საცხოვრებელი სახლის ჭერში აქვთ გაკეთებული. ადგილობრივების თქმით, ცეცხლაძეები ზაფხულობით სოფელში ცხოვრობენ, ზამთრობით კი აღნიშნულ სახლში.