კოკოშკოვმა თავისი საქმე გააკეთა - ბესიკ ლიპარტელიანი
ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "პროვოკატორის" ეთერში კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავრი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის ნაკრებთან მუშაობის წლები შეაფასა. მისი განცხადებით, იგორ კოკოშკოვმა თავისი საქმე უკვე გააკეთა, თუმცა, გააგრძელებს თუ არა ფედერაცია მასთან კონტრაქტს, ამასთან დაკავშირებით კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი პასუხისგან თავს იკავებს.