ოთო ნემსაძის სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია "ბრავო რეკორდსში" გაიმართა
"ფიქრების ზღვა" - ეს ოთო ნემსაძის სადებიუტო ალბომია, რომლის პრეზენტაციაც დღეს ჟურნალისტებისთვის "ბრავო რეკორდსში" გაიმართა. ოთარ რამიშვილის საუკეთესო სიმღერები, თანამედროვე და ორიგინალური არანჟირებები ოთო ნემსაძემ საკუთარ თავზე მოირგო. ალბომი პროექტ "ჯეოსტარის" ფარგლებში "ჯეოსელის" დაფინანსებულია, ხოლო მის გამოცემას "ბრავო რეკორდსი" ახორციელებს.
ალბომი ოთარ რამიშვილის შემოქმედებას ეძღვნება და მისი საპრეზენტაციო კონცერტი თბილისობის დღესასწაულზე - ხუთ ოქტომბერს გაიმართება. კონცერტზე დასწრება თავისუფალი იქნება. გარდა ალბომში შესული 11 მუსიკალური ნაწარმოებისა, ოთო ცნობილ მომღერლებთან ერთად დუეტებსაც შეასრულებს.
ალბომის პრეზენტაციაზე ექსკლუზიურად ჟურნალისტებისთვის ოთო ნემსაძემ სიმღერაც შეასრულა.
იხილეთ ვიდეო ინგლისურად