საოცარი ხმის ტემბრი და Radiohead-ის ჰიტის ბრწყინვალე შესრულება X Factor-ში
ჯეფმა თავდაპირველად Aerosmith-ის ცნობილი ჰიტი I Don't Wanna Miss a Thing შეასრულა, თუმცა ჟიურის წევრმა საიმონ ქაუელმა შეაჩერა და სთხოვა, სხვა სიმღერა შეესრულებინა. კონკურსანტი არ დაიბნა და Radiohead-ის Creep-ის შესრულებას შეუდგა. ამჯერად მისმა ბრწყინვალე შესრულებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჟიურის წევრებზე და ჯეფი ერთხმად გადაიყვანეს მორიგ ტურში. ბედნიერ კონკურსანტს სცენაზე თავისი პატარა შვილი შეუერთდა. მამა-შვილმა დარბაზის ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა.