თევზის უგემრიელესი კატლეტების მარტივი რეცეპტი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ: თევზის ფილე - 500 გრამი, თეთრი პური ან ფუნთუშა - 100 გრამი, ხახვი - 150 გრამი, რძე - 250 მილილიტრი, ნაღების კარაქი - 30 გრამი, მარილი - 1 ჩ/კოვზი, შავი პილპილი - მწიკვი, დაფქული ორცხობილა - 100 გრამი, მცენარეული ზეთი - შესაწვავად.
100 გრამ ფუნთუშას დაასხით 250 მილილიტრი რძე. 500 გრამი ფილე ორჯერ გაატარეთ ხორცის მანქანაში. მეორედ თევზთან ერთად გაატარეთ 150 გრამი ხახვი და რძეში დამბალი ფუნთუშა. მიღებულ მასას დაამატეთ 1 ჩ/კოვზი მარილი და მწიკვი შავი პილპილი.
სანამ კატლეტების შეწვას შეუდგებით, იქამდე ის დაფხვნილ ორცხობილაში ამოავლეთ და შემდეგ ტაფაზე ორივე მხრიდან შეწვით. სუფრაზე მიიტანეთ სასურველი გარნირით. გემრიელად მიირთვით!