loader

ვინ რა აჩუქა ქეთა თოფურიას ქორწილში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ რა აჩუქა ქეთა თოფურიას ქორწილში

რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალ ქეთა თოფურიას ცნობილმა რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ ბანალური საქორწინო საჩუქარი გაუკეთა. რუსული ესტრადის პრიმადონამ ახალშეუღლებულებს ანგელოზებიანი ლარნაკი მიართვა, რომელიც სიყვარულისა და ოჯახური კეთილდღეობის სიმბოლოა.

ჯგუფ Дискотека Авария-ს წევრებმა მომღერალს სკულპტურა აჩუქეს, რომელიც ახალდაქორწინებულებს გამოსახავდა. ტელეწამყვანმა ლერა კუდრიაცევამ კი წყვილს ხილის ლარნაკი უსახსოვრა.

ქეთა თოფურია 9 სექტემბერს ბიზნესმენ ლევ გეიხმანს გაჰყვა ცოლად. წყვილმა მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზ "ბარვიხაში" გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. ღონისძიებას 500-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლები.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე