loader

მილიონერმა საკუთარი ბენტლი დამარხა, რათა საიქიოშიც კომფორტულად "იმგზავროს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მილიონერმა საკუთარი ბენტლი დამარხა, რათა საიქიოშიც კომფორტულად "იმგზავროს"

62 წლის ბრაზილიელი ბიზნესმენი, გრაფი ჩიკუინიო სკარპა ფიქრობს, რომ ეგვიპტელ ფარაონებზე ნაკლები არაფრითაა და ამიტომ ფუფუნების საგნები მას მიწაში უნდა ჩააყოლონ.

რამდენიმე დღის წინ გრაფმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სტატუსი დაწერა, სადაც ხალხს მოუწოდა, 11 საათზე სასაფლაოზე შეიკრიბონ და პატივი მიაგონ მის ძვირადღირებულ ავტმობილს, რომელსაც მიწაში დამარხავენ.

მდიდარი ბიზნესმენი ფიქრობს, რომ სიკვდილის შემდეგ ყველაზე მეტად საყვარელი ავტომობილის, ძვირადღირებული, 310 000 გირვანქა სტერლინგად შეფასებული "ბენტლის" დანახვა გააბედნიერებს და მოხარულია, რომ "იმ" ცხოვრებაშიც კომფორტულად "იმგზავრებს".

მანქანის დაკრძალვის ცერემონია სან-პაულუში, ბიზნესმენის მდიდრული აგარაკის უკანა ეზოში გაიმართა. მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.