63 წლის საგარეჯოელი ქალი პროსტიტუციისთვის ფართის გაქირავებისთვის დააკავეს
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1950 წელს დაბადებული თამარ ნ. აიყვანეს, რომელიც წლების განმავლობაში პროსტიტუციისთვის საცხოვრებლის გადაცემას ახდენდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ის საგარეჯოში, ქვემო სამგორის დასახლებაში, თავის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში მდებარე ოთახებს, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, პროსტიტუციისათვის აქირავებდა. ამის გარდა, ხელს უწყობდა პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალბატონებს კლიენტების მოძებნაში. მოწმის სტატუსით დაიკითხა რამდენიმე ქალბატონი, რომლებმაც მისი სახლით უკანონოდ ისარგებლეს.
გამოვლენილი პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).