loader

"სააკაშვილს ორი ბატი რომ არ უნდა ანდო, ეს გასაგებია" - ლევან ღვინჯილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სააკაშვილს ორი ბატი რომ არ უნდა ანდო, ეს გასაგებია" - ლევან ღვინჯილია

ტელე/რადიო "პალიტრის" თოქშოუ "სახალხო დარბაზის" 27 სექტემბრის ეთერი დაეთმო თემას: როგორ აფასებს საზოგადოება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მიენიჭოს თურქეთში მცხოვრებ ათასამდე ეთნიკურად ქართველს საქართველოს მოქალაქეობა.

სტუდიაში საკუთარი მოსაზრებები, პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური მრჩეველმა გია კობახიძემ, "სახალხო პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა ზაზა მგალობლიშვილმა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ენათმეცნიერმა ლევან ღვინჯილია გამოხატეს.

ღვინჯილიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არ არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები, ხშირად საქართველოს საზიანოდ მოქმედებენ. "მე მინდა ამას სხვა კუთხით შეხედოთ: ისინი არიან შენი სისხლი და ხორცი, რომელიც მოგლეჯილია  შენგან, მას გაუჩნდა შანსი, რომ საქართველოს მოქალაქე დაერქვას. მორალურად შეხედეთ, თორემ სააკაშვილს რომ ორი ბატი არ უნდა ანდო, ეს გასაგებია. ეს ბრძანებულება უნდა გაუქმდეს. რადგან მოთხოვნები, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს მოქალაქე, იგნორირებული. პრეზიდენტს შეუძლია ვიღაც მელაი, რომელმაც სულ არ იცის ქართული, ჩამოიყვანოს უკრაინიდან და მისცეს საქართველოს მოქალაქეობა" - დასძინა ღვინჯილიამ.

იხილეთ გადაცემა თოქშოუ "სახალხო დარბაზი" სრულად