მადრიდის მეტროში მგზავრმა 2-მილიონიანი ჩეკი დაკარგა
მადრიდის მეტროპოლიტენის თანამშრომელმა, მატარებლის ვაგონის შემოწმებისას, კარსა და კედელს შორის გაჭედილი საფულე აღმოაჩინა, რომელიც მექანიზმის მუშაობას ხელს უშლიდა და კარი ცუდად იკეტებოდა. თუმცა ეს უბრალო საფულე არ ყოფილა - საკრედიტო ბარათებთან, ფულთან და მართვის მოწმობასთან ერთად, მასში 2-მილიონი დოლარის ჩეკი იპოვეს.
მეტროს თანამშრომლებმა საფულე პოლიციას გადასცეს. ჩეკის პატრონი ჯერ არ გამოჩენილა, თუმცა მისი ვინაობა ცნობილია.
მეტროს თანამშრომლებმა საფულე პოლიციას გადასცეს. ჩეკის პატრონი ჯერ არ გამოჩენილა, თუმცა მისი ვინაობა ცნობილია.