მორაგბეების შერკინება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა
პოლონეთის ქალაქ გდინიაში, ეროვნულ სტადიონზე გამართული სარაგბო ჩემპიონატის მატჩი, ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. "არკა გდინიას" და "ბუდოვლანი ლოდზის" მოთამაშეები შერკინების დროს წაკინკლავდნენ და ორივე გუნდი მასობრივ ჩხუბში ჩაერთო.