loader

საქართველო და აფხაზეთი ვერ შეძლებენ ერთმანეთის გარეშე ყოფნას - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველო და აფხაზეთი ვერ შეძლებენ ერთმანეთის გარეშე ყოფნას - ილია მეორე

საქართველო და აფხაზეთი ვერ შეძლებენ ერთმანეთის გარეშე ყოფნას, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გამართულ შეხვედრაზე.

ცენტრში აფხაზეთიდან დევნილთა წარმომადგენლობის შეკრება გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ასევე დევნილები, აფხაზეთიდან დევნილთა კავშირის თავმჯდომარე ლონდერ ცაავა.