უფლისწულ გიორგის დაბადების დღე ზუგდიდში: "თავადიშვილი" პროკურორი და მოზეიმე საზოგადოება დადიანების სასახლეში
ინტერნეტში უფლისწულ გიორგის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ამსახველი ვიდეო ვრცელდება. როგორც პორტალი livepress.ge იუწყება, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ბაღში გიორგი დავითის და ანას ძე ბაგრატიონ-ბაგრატიონის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
უფლისწულის დაბადების დღეზე ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად იმყოფებოდნენ ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქვარაია, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი ქეთევან ყიფიანი-ბარათაშვილი და დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული სახლ-მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია.
როგორც ორგანიზატორები: ხათუნა დარასელია და გოჩა ლაგვილავა აცხადებენ, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" შექმნილია უფლისწულ გიორგის სახელობის გვერდი, რომელსაც უკვე 1000 მეგობარი ყავს.
იხილეთ წყარო: livepress.ge