ცხვრის ხორცის ჩახოხბილი
კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ცხვრის ხორცი - 1 კგ, კარტოფილი - 600 გრ, ხახვი - 600 გრ, პომიდორი - 600 გრ, მწვანილი (ქინძი, ოხრახუში, რეჰანი) - 30 გრამი, მარილი - 1,5-2 ჩაის კოვზი, ნიორი - 2 კბილი, ცხარე წიწაკა.
ცხვრის ხორცი დაჭერით საშუალო ნაჭრებად. 600 გრამი ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით, 600 გრამი კარტოფილი მსხვილად დაჭერით. 1 კგ პომიდორს მოაცილეთ კანი და დაჭერით წვრილად.
მომზადებული ხორცი გაცხელებულ ტაფაზე დაყარეთ და 15-20 წუთის განმავლობაში შეწვით. 20 წუთის შემდეგ დააყარეთ ხახვი, 1,5-2 ჩაის კოვზი მარილი და მოთუშეთ 5-6 წუთის მანძილზე.
დაამატეთ მომზადებული პომიდორი, აურიეთ, დაამატეთ კარტოფილი, დაახურეთ ტაფას თავსახური და 20 წუთით ზომიერ ცეცხლზე დატოვეთ.
ორი კბილი ნიორი, ცხარე წიწაკა, ქინძი, ოხრახუში და რეჰანი წვრილად დაჭერით. 20 წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან კერძი, დაამატეთ დაჭრილი მწვანილი, ნიორი და წიწაკა, დაახურეთ თავსახური და 2-3 წუთით დატოვეთ.
ცხვრის ჩახოხბილი მზად არის. გემრიელად მიირთვით!