სათამაშოს გამო 12 წლის ბიჭუნა ცოცხლად დაწვეს
პენჯაბში (ინდოეთის შტატი) 12 წლის ინდოელ ბიჭუნას 2 მამაკაცი სასტიკად გაუსწორდა. ვიდჰუ ჯაინი მხოლოდ იმიტომ დაწვეს, რომ მან სათამაშო ფრანის დათმობაზე უარი თქვა. ვიდჰუს მამა სათამაშოების მაღაზიას ფლობს.
თვითმხილველები იხსენებენ, რომ ყვირილის ხმა შემოესმათ და ქუჩაში ცეცხლმოკიდებული ბავშვი დაინახეს. ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს და ბიჭუნა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს - ვიდჰუს სხეულის 100-პროცენტიანი დამწვრობა ჰქონდა მიღებული.
ბავშვის მამამ გაიხსენა, რომ 3 დღით ადრე მისმა შვილმა რამდენიმე ადამიანთან იჩხუბა, თუმცა მშობლებმა ეს მხოლოდ მოზარდთა კინკლაობად მიიჩნიეს და ყურადღება არ მიუქცევიათ.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე