loader

"ვიხსენებ მე" - ნანი ბრეგვაძის პირველი ქართული სოლო ალბომი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიხსენებ მე" - ნანი ბრეგვაძის პირველი ქართული სოლო ალბომი

ქართული სცენის ლეგენდა, საქართველოს სახალხო არტისტი, ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების პირველი და უბადლო შემსრულებელი - ნანი ბრეგვაძე სოლო ალბომს პირველად წერს საქართველოში. ალბომში შედის ნანი ბრეგვაძის ყველა დროის საუკეთესო ქართული მუსიკალური ნაწარმოებები, რომლებსაც თანამედროვე და სრულიად განსხვავებული საორკესტრო ჟღერადობა დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა შესძინა. სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობა დასრულებულია, მიმდინარეობს CD ალბომის ბეჭდვა და საპრეზენტაციო სამზადისი.

CD ალბომში შედის 12 ქართული მუსიკალური ნაწარმოები, რომელთა ავტორებიც არიან ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორები: რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, ვაჟა აზარაშვილი, მარიკა კვალიაშვილი, გიორგი ცაბაძე, დავით თორაძე, გურამ ბზვანელი და ნუგზარ ვაწაძე.

CD ალბომს "ბრავო რექორდსი" ნოემბრიდან გამოსცემს და მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება "ბრავო რექორდსის" სადისტრიბუციო ქსელში, აგრეთვე ლიტერატურულ კაფეებში, აეროპორტის მაღაზიებში, "ბიბლუსის" ქსელში.