მძღოლმა მოხუცი ქალი გზაზე ხელით გადაიყვანა
ინტერნეტში გაჩნდა ვიდეო, რომელიც მანქანაში დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა. ქუჩაში შუა გზაზე მდგომი მოხუცი ქალი, რომელიც ვერ ახერხებდა გზის გადაკვეთას, მანქანიდან გადმოსულმა მძღოლმა ხელში აიყვანა და გზაზე გადაიყვანა.