loader

რეკორდი დამყარდა - 19 წლის მძლეოსანმა სამი ავტომობილი კბილებით გასწია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რეკორდი დამყარდა - 19 წლის მძლეოსანმა სამი ავტომობილი კბილებით გასწია

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჟურნალმა "აუტო ბილდმა" მეტეხის ხიდზე რეტრო და თანამედროვე მანქანების გამოფენა მოაწყო. გარდა ამისა, ჩატარდა მოტო და ავტო დრიფტინგი, რომლის დასრულების შემდეგ, 19 წლის მძლეოსანმა გურამ უსტიაშვილმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ერთმანეთზე ბაგირებით გადაბმული სამი რეტროავტომობილი კბილებით 4 მეტრსა და 37 სანტიმეტრზე გასწია.

ჩვენებას ესწრებოდნენ საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები, რომლებმაც ფოტოზე და ვიდეოკამერით ასახეს გურამ უსტიაშვილის რეკორდი.

საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტის დავით ბეგიაშვილის განცხადებით, ვიდეო და ფოტომასალა გადაიგზავნება აშშ-ში და მიიღებენ პასუხს იმის შესახებ, რომ გურამ უსტიაშვილი პირველია მსოფლიოში, რომელმაც სამი ავტომობილი კბილებით გასწია.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად