loader

მოსკოვში ჩატანილი ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვში ჩატანილი ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრა

დღეს, 6 ოქტომბერს მოსკოვში ოლიმპიური ცეცხლი ჩაიტანეს. წითელ მოედანზე ცეცხლის გადაცემის ცერემონიაზე ინციდენტი მოხდა. რუსული მედიის ინფორმაციით, კრემლის ტერიტორიაზე ესტაფეტის დროს, ცეცხლი რამდენიმე წუთით ჩაქრა. ცეცხლი ამ დროს მსუბუქ ათლეტიკაში რუსეთის 10-გზის ჩემპიონს, 2008 და 2012 წლების პარაოლიმპიური თამაშების მონაწილე ალექსეი აშაპატოვს მიჰქონდა.

როდესაც სპორტსმენმა შეამჩნია რომ ცეცხლი ჩაქრა, ტერიტორიაზე მდგარ დაცვის თანამშრომლებს ანიშნა და ერთ-ერთმა მათგანმა საკუთარი სანთებელიდან ხელახლა აანთო ოლიმპიური ცეცხლი.

ესტაფეტა რუსეთის ტერიტორიაზე 123 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ცეცხლს 14 ათასი მეჩირაღდნე, ფედერაციის 3 ათასამდე დასახლებულ პუნქტში ჩაიტანს. ზამთრის რიგით 22-ე ოლიმპიური თამაშები, სოჭში 7-23 თებერვალს გაიმართება.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირი", რუსი სამხედრო მფრინავი, ივან ნიჩაევი იქნება.