loader

რუსეთის მსო-ში გაწევრიანება პოლიტიკურ საკითხს არ წარმოადგენს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთის მსო-ში გაწევრიანება პოლიტიკურ საკითხს არ წარმოადგენს

რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში(მსო) გაწევრიანების საკითხი პოლიტიკურ საკითხს არ წარმოადგენს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ  ბარაკ ობამას მრჩევლის, მაიკლ მაკფოლის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც კალანდაძემ განმარტა, ამერიკის შეერთებულ შტატებს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია, რომ არ აპირებენ ჩაერთონ ორმხრივ მოლაპარაკებებში რაიმე ფორმით და რომელიმე მხარეზე ზეწოლა განახორციელონ.

მისივე თქმით, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი არ წარმოადგენს პოლიტიკურ საკითხს და საქართველოს ინტერესშია, რომ მოლაპარაკებები წარმატებით წარიმართოს და რუსეთმა შეძლოს გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოსკოვსა და თბილისს შორის შუამავლის როლის შესრულებაზე ამერიკის შეერთებული შტატები შეგნებულად ამბობს უარს. ეს განცხადება რუსეთის საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მთავარმა მრჩეველმა მაიკლ მაკფოლიმ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ამ დავის პოლიტიზირების წინააღმდეგია. მაკფოლის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები თბილისს მიუთითებს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შესახებ მოლაპარაკებები რუსეთთან სხვა პოლიტიკური დავების დარეგულირების მექანიზმი არ არის. მეორეს მხრივ, მოსკოვსაც მიანიშნებენ, რომ აშშ საქართველოზე ზეწოლას არ განახორციელებს.
ამასთან, თბილისსა და მოსკოვს შორის რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 28-29 აპრილს შვეიცარიაში გაიმართება.