loader

ფეხბურთის პატარა ვარსკვლავის დიდი გამარჯვება - 7 წლის ჯეკ ჰოფმანი სიმსივნეს ამარცხებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფეხბურთის პატარა ვარსკვლავის დიდი გამარჯვება - 7 წლის ჯეკ ჰოფმანი სიმსივნეს ამარცხებს

რამდენიმე თვის წინ მსოფლიო 7 წლის ჯეკ ჰოფმანის გულისამაჩუყებელი ისტორიის მოწმე გახდა. ამერიკელ ბიჭუნას, რომელიც თავის ტვინის სიმსივნით იყო დაავადებული, საყვარელი გუნდის, "ნებრასკას" მოთამაშეებმა დაუვიწყარი სიურპრიზი გაუკეთეს - მატჩის დროს მოედანზე 22-ნომრიანი მაისურით გაიყვანეს და ჯეკმა 63-მეტრიანი გარბენის შემდეგ "თაჩდაუნიც" გააკეთა. მოთამაშეებმა ბავშვი ხელში აიტაცეს. 60 ათასი მაყურებელი ამაღელვებელ მომენტს ხანგრძლივი ოვაციებით შეხვდა.

ამ ემოციური მომენტიდან ხუთი თვის შემდეგ ჰოფმანების ოჯახს კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა - ერთწლიანი ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ სიმსივნის რემისია მოხდა. ჯეკის დიაგნოზის პაციენტისთვის ეს საუკეთესო შედეგია და ოჯახიც უკეთესის მოლოდინშია: "ჩვენ არ ვნებდებით და ასევეა ჯეკიც. ის მზადაა, იბრძოლოს სიცოცხლისთვის" - ამბობს ენდი ჰოფმანი, ფეხბურთის პატარა ვარსკვლავის მამა.

იხილეთ გულისამაჩუყებელი კადრები "ნებრასკას" თამაშიდან