ჯონ ლენონის თბილისური დაბადების დღე
თბილისელმა ბითლომანებმა ჯონ ლენონის დაბადებიდან 73 წელი კლუბ "ნალში" აღნიშნეს. "ბითლზის" რეპერტუარს ქართველი მუსიკოსები ასრულებდნენ. ღონისძიებას ჟურნალისტი გიორგი ჯანელიძეც ესწრებოდა, რომელიც ჯონ ლენონის შემოქმედების თაყვანისმცემელია და იოკო ონოსთან მიმოწერა აქვს. იმპროვიზებულ კონცერტს უცხოელებიც არ მოჰკლებია.