loader

წმინდა სინოდი ცხინვალსა და აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე კომენტარს აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წმინდა სინოდი ცხინვალსა და აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე კომენტარს აკეთებს

წმინდა სინოდის წევრებმა ცხინვალსა და აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. როგორც წმინდა სინოდის განჩინებაშია აღნიშნული, საქართველო ვერ შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას, ამ საკითხს მტკივნეულად განიცდის ჩვენი საზოგადოება და ეკლესია. 

სინოდის სხდომაზე აღინიშნა, რომ მასმედიის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეპარქიის წარმომადგენლების მხრიდან უნებართვო შესვლისა და მათ მიერ ორი ახალი ტაძრის (ტყვარჩელსა და სოხუმთან განთავსებულ სამხედრო ბაზებში) საძირკვლის კურთხევის შესახებ, რაც საეკლესიო კანონების უხეში დარღვევაა.

წმინდა სინოდმა ასევე იმსჯელა ბოლო დროს საქართველოში რელიგიური დაპირისპირების შექმნის მცდელობაზე და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, არაერთხელ ჰქონდა ადგილი მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის სიტუაციის დაძაბვის მცდელობას, რაც ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა. იგი მიზნად ისახავს ორი ტრადიციული რელიგიის წარმომადგენლების დაპირისპირებას.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე