loader

ახალგაზრდა წყვილმა ქორწილი მეტროში გადაიხადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალგაზრდა წყვილმა ქორწილი მეტროში გადაიხადა

ტოკიოში ახალგაზრდა წყვილმა ქორწილი მეტროში გადაიხადა. მატარებელი, სადაც ახალგაზრდები დაქორწინდნენ, ქალაქის მეტროს წრიულ ხაზზე "იამანოტეზე" მოძრაობს. ცოლ-ქმარ სუძუკის ეს ადგილი შემთხვევით არ აურჩევია - წყვილს "იამანოტეს" ხაზთან სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს - დიდი ხნის განმავლობაში, სამსახურის შემდეგ, ერთ-ერთ აქაურ სადგურ "სიმბასიზე" ხვდებოდნენ ერთმანეთს. ახალგაზრდებს შეხვედრის ადგილად მეექვსე ვაგონი ჰქონდათ არჩეული - სწორედ ის ვაგონი, სადაც მოგვიანებით იქორწინეს კიდეც. ამისთვის მათ მატარებლის მთელი 11 ვაგონის დაქირავება მოუხდათ.
ამ საზეიმო მოვლენის ვიდეო ცოლ-ქმარმა YouTube-ზე ატვირთა.