რიყეზე თეატრის მშენებლობა შეჩერდა
რიყეზე მუსიკალური თეატრის და საგამოფენო დარბაზის მშენებლობა შეჩერდა. როგორც თბილისის განვითარების ფონდში აცხადებენ, მშენებლობის შეჩერების მიზეზი დაუფინანსებლობაა. მათივე განმარტებით, მშენებლობის პირველი ეტაპი, რომელიც ნაგებობის აშენებას ითვალისწინებდა, დასრულებულია. მეორე ეტაპზე კი შიდა სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო, რაც დაუფინანსებლობის გამო შეჩერდა. მშენებლობაზე ამ დრომდე 75 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
მუსიკისა და დრამის თეატრი და საგამოფენო დარბაზი, რომელსაც საზოგადოების ნაწილი "რიყის ტრუბებად" მოიხსენიებდა, 2011 წლის მაისიდან შენდება და მას საფუძველი პრეზიდენტმა და თბილისის მერმა ჩაუყარეს. შენობის პროექტი იტალიელ არქიტექტორს, მასიმილიანო ფუქსასს ეკუთვნის.
ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა თავად ისაუბრა მშენებლობის შეჩერების შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ მშენებლობა დასრულდება.