loader

ყველაზე მოუქნელი ქურდი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაზე მოუქნელი ქურდი

მოუხერხებელი ქურდის უიღბლო ძარცვის კადრები რუსეთში, ერთ-ერთ კომპიუტერულ მაღაზიაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

კადრებში ისმის მინის ჩამსხვრევის ხმა, შემდეგ კი კადრში ქურდი ჩნდება, რომელიც მაღაზიაში დიდი ჩანთით და ფეხებზე პარკებამოცმული შედის. მამაკაცი ლეპტოპებს დასწვდა, მაგრამ ყველა მათგანი დახლზე იყო მიბმული, რის გამოც მათი მოხსნა ვერ შეძლო.

ბევრი მცდელობის, ელექტროტექნიკის დალეწვის და მაღაზიაში უთავბოლო ხეტიალის შემდეგ მოუქნელმა ქურდმა მხოლოდ ერთი ლეპტოპის წაღება შეძლო.


ასევე იხილეთ:

კურიოზული ძარცვა და კოლგოტჩამოფხატული უიღბლო მძარცველი

ოსტატი ქურდი - ქალმა ქურქი კაბის ქვეშ დამალა