610 კილოგრამიანი პაციენტი საავადმყოფოში სატვირთო თვითმფრინავით გადაიყვანეს
საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვის უწყებამ ისტორიაში ყველაზე უჩვეულო სპეცოპერაცია ჩაატარა - 20 წლის კალედა მოსენა შაერი ქალაქ ჯიზანიდან დედაქალაქ ერ-რიადის საავადმყოფოში თვითმფრინავით გადაიყვანა. ძირითადი სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ შაერის წონა დაახლოებით 610 კილოგრამია, ამიტომ მისი გადაყვანისთვის სატვირთო ავტომობილისა და სატვირთო თვითმფრინავის გამოყენება გახდა საჭირო.
20 წლის მამაკაცს იშვიათი დაავადება აწუხებს, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი წონის სწრაფი ზრდა გამოიწვია.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე
20 წლის მამაკაცს იშვიათი დაავადება აწუხებს, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი წონის სწრაფი ზრდა გამოიწვია.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე