საფრანგეთში სკოლის მოსწავლეები გაძევებული მიგრანტების მხარდასაჭერ აქციებს მართავენ
დაახლოებით ორი ათასი უფროსკლასელი და მასწავლებელი მონაწილეობს პარიზში გამართულ დემონსტრაციებში. საბაბი კი ქვეყნიდან ორი არალეგალი მიგრანტი მოსწავლის გაძევება გახდა. გოგონა კოსოვოდან ლეონარდა დიბრანი პოლიციელებმა თანაკლასელების თვალწინ, სასკოლო ავტობუსში დაიჭირეს მაშინ, როდესაც სასამართლომ მისი ოჯახის ქვეყნიდან გაძევება გადაწყვიტა.
19 წლის სომეხი ხაჩიკ ხაჩატურიანი კი ქურდობის დროს დაიჭირეს და საჭირო საბიუთების არ ქონის გამო მისი ქვეყნიდან გაძევება გადაწყვიტეს.
"ვწუხვართ იმის გამო, რაც ამ კვირაში ახალგაზრდა სომეხ ბიჭსა და კოსოვოელ გოგონას დაემართათ. შეშფოთებულები ვართ მომხდარის გამო. ეს სირცხვილია. ჩვენ მათ მთელი გულით მხარს ვუჭერთ", - აცხადებს ერთ-ერთი დემონსტრანტი.
მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით