ნოდარ რევიასა და გიორგი მელიქიშვილის ძალიან მაგარი დუეტი Voice-ში და აღტაცებული აუდიტორია
Voice-ის კონკურსანტებმა ბრმა ქასთინგებიდან რინგზე გადაინაცვლეს.
18 ოქტომბერს პირველ რინგზე ძალიან საინტერესო და ემოციური დაპირისპირებები შედგა. მწვრთნელმა პელაგეამ ერთმანეთს ორი ქართველი - ნოდარ რევია და გიორგი მელიქიშვილი დაუპირისპირა. მათ დუეტში ცნობილი სიმღერა Туда შეასრულეს და ბოლოს ქართული ჰანგებით დაასრულეს კომპოზიცია.
მწვრთნელები აღფრთოვანებული დარჩნენ დუეტით. პელაგეა ცრემლებს ვერ იკავებდა, საუკეთესო კომპლიმენტები არ დაიშურეს დანარჩენმა მწვრთნელებმაც ბიჭებისთვის. პელაგიას არჩევანის გაკეთება ძალიან გაუჭირდა და ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, ნოდარ რევიაზე შეაჩერა არჩევანი.
გიორგი მელიქიშვილმა გამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმა დაიწყო, რა დროსაც ლეონიდ აგუტინმა წითელ ღილაკს ხელი დააჭირა - ეს ნიშნავს, რომ აგუტინმა ქართველი მომღერალი Voice-ში დატოვა. საოცარი შოუს ფინალური ნაწილი, განსაკუთრებულად დრამატული და ემოციური გამოდგა.