loader

ხუთბალიანი შტორმი აჭარის ზღვისპირეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხუთბალიანი შტორმი აჭარის ზღვისპირეთში

აჭარის ზღვისპირა ზოლში ხუთბალიანმა შტორმმა პრობლემები შექმნა. ძლიერმა ღელვამ ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, საფეხმავლო გზებსა და ველობილიკებზე ქვიშა ამოყარა.

როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელ საქმეთა მართვის სააგენტოში განაცხადეს, ძლიერი შტორმი ქობულეთის სანაპიროზეც დაფიქსირდა.

ახალი ბულვარის ზღვისპირა ზოლში კაფე "აკროპოლისი" ზღვის ტალღებმა დააზიანა. როგორც კაფის მენეჯერმა ნონა გოგლიჩაძემ აღნიშნა, ზღვის ღელვა განსაკუთრებით გაძლიერდა ღამის ორ საათზე და ინვენტარი და ტექნიკა მთლიანად გაანადგურა.

აჭარაში უამინდობა გრძელდება.