შსს-მ ტერორისტული აქტის მოწყობაში ბრალდებული მაღალჩინოსნები დააკავა
შსს-მ ტერორისტული აქტის მოწყობაში ბრალდებული მაღალჩინოსნები დააკავა. დაკავებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის მაღალჩინოსანი მალხაზ მურღულია.
საქმე ეხება 2008 წლის 21 მაისს, სოფელ ხურჩაში ორგანიზებულ ტერორისტულ აქტს, როცა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსახლეობის ზუგდიდში ტრანსპორტით გადაყვანის დროს რომან შამათავას და მისი თანამზრახველების მიერ განხორციელდა მრავალჯერადი გასროლა, რამაც პანიკა გამოიწვია მოსახლეობაში. მურღულიამ კი "ერ პე გე"-ს ტიპის ყუმბარმტყორცნიდან განხორციელებული ორი გასროლით ააფეთქა ხალხის გადასაყვანად მობილიზებული ავტობუსები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება გრძელდება დამკვეთის და სხვა პირების გამოსავლენად.