მერლინ მონრო Chanel №5-ის ახალი სახე გახდა
ჯერ კიდევ 1952 წელს, კითხვაზე: რას იცვამთ ლოგინში? მსახიობმა მერლინ მონრომ პასუხად თქვა, რომ ერთადერთი რამ, რასაც იგი ლოგინში "იცვამს", სუნამო "შანელ #5"-ის რამდენიმე წვეთია. თუმცა, მხოლოდ ახლახანს, მონროს სიკვდილიდან 51 წლის შემდეგ, კომპანიამ მსახიობი ზემო ხსენებული პარფიუმის ახალ სახედ შერაცხა.