loader

თბილისის შემოგარენში თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა შეჩერებულია - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის შემოგარენში თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა შეჩერებულია - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, თბილისის შემოგარენში თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა შეჩერებულია. მიხეილ სააკაშვილმა თბილისის გარშემო თავდაცვითი ზღუდის შეჩერებული მშენებლობა პირადად დაათვალიერა და განცხადებაც გააკეთა.

მისი თქმით, იგი ესაუბრა გენშტაბის ოფიცრებს და მათ თქვეს, რომ მთავრობაში მათ აუხსნეს, რომ ამ ნაგებობის მშენებლობით საქართველო აღიზიანებს რუსებს და პროვოკაციას აწყობს.

"...მშენებლობა მთლიანად შეჩერებულია და არსებული ნაგებობების ამუშავება პრაქტიკულად საბოტაჟის ქვეშ არის. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მავნებლური ქმედება და მე ასევე მიმაჩნია, რომ ქართველმა ხალხმა ამის შესახებ უნდა იცოდეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.