"ოცნება... ტვინს ულაყებს ადამიანს" - სააკაშვილი ვაჟა-ფშაველას ციტატებით ალაპარაკდა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებთან შეხვედრაზე მისივე შეფასებით, "ძალიან რადიკალური" განცხადება" გააკეთა. რიყის პარკში მდებარე თბილისის საგამოფენო ცენტრში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა "ოცნების" დახასიათებისთვის ქართველი კლასიკოსის, ვაჟა-ფშაველას ციტირებას მიმართა.