პრემიერის კანდიდატურის თემაზე საუბარზე მმართველ კოალიციაში შიდა მორატორიუმია გამოცხადებული
პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის თემაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარზე მმართველ კოალიციაში შიდა მორატორიუმია გამოცხადებული. კოალიცია "ქართული ოცნება" აღნიშნულ თემაზე საუბარს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გარკვევამდე არ აპირებს.
ამ მორატორიუმის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა რადიო "პალიტრის" ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" ისაუბრა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უსუფაშვილმა აღნიშნა მხოლოდ ის, რომ მისთვის თეორიულადაც წარმოუდგენელია, პრემიერ-მინისტრის მხრიდან ამ პოსტზე ისეთი კანდიდატურის შეთავაზება, რომელიც კოალიციისთვის მისაღები არ იქნება.
ასევე იხილეთ: რაში "ვერ შეაცდინა" დავით უსუფაშვილმა გიორგი მარგველაშვილი