loader

ნიკოლოზ ცისკარიძე ვაგანოვის რუსული ბალეტის აკადემიის რექტორად დაინიშნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკოლოზ ცისკარიძე ვაგანოვის რუსული ბალეტის აკადემიის რექტორად დაინიშნა

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე პეტერბურგის ვაგანოვის სახელობის რუსული ბალეტის აკადემიის რექტორად დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ РИА Новости რუსეთის კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგორ ივლიევზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბალერონის კონტრაქტი დიდ თეატრთან 2013 წლის ივნისში ამოიწურა და დირექტორმა ანატოლი იკსანოვმა ცისკარიძესთან კონტრაქტი აღარ გააგრძელა.

სექტემბრის ბოლოს დიდი თეატრის გენერალურმა დირექტორმა ვლადიმირ ურინმა ცისკარიძეს სამი გამოსათხოვარი სპექტაკლით დიდი თეატრის სცენაზე გამოსვლა შესთავაზა, მაგრამ ცისკარიძემ უარი თქვა.

ვაგანოვის სახელობის რუსული ბალეტის აკადემია - მსოფლიოში ბალეტის ერთ-ერთი უძველესი სკოლაა. წელს იგი 275 წლის იუბილეს აღნიშნავს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე


იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე