”უნდა დადგინდეს, რამდენად კანონიერად გაიტანეს "შავი ლომი" საქართველოდან"
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ფიროსმანის "შავი ლომის" გარშემო ატეხილ სკანდალთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.
რურუას განცხადებით, დოკუმენტი, რითაც სურათის ქვეყნიდან გატანა იყო შესაძლებელი, არსებობს, თუმცა ახლა ამ ფურცლის ნამდვილობა დგინდება.
"ფურცელი ამის შესახებ არსებობს. ახლა მთავარია დადგინდეს, რამდენად კანონიერად მოხდა "შავი ლომის" გატანა საქართველოდან", - განაცხადა რურუამ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის კულტურის დაცვის სამინისტროდან მოსულ წერილთან დაკავშირებით. მისი თქმით, წერილში ნათქვამია, რომ ფიროსმანის "შავი ლომი" ნოტარიალური თანხმობით პატრონმა გადასცა მეორე პიროვნებას, რომელმაც ნახატი გასხვისების უფლებით გაიტანა.
ნიკა რურუას განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება და შედეგები უკვე მისი დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
"შავი ლომის" გარშემო სკანდალი მას შემდეგ ატყდა, რაც მხატვარმა ყარამან ქუთათელაძემ განაცხადა, რომ ნახატი, რომელიც მოსკოვში იყო გამოფენილი, მისი ოჯახიდან 1993 წელს ყაჩაღურად გაიტაცეს. "როსახრანკულტურის" წარმომადგენლის მტკიცებით კი "შავი ლომის" ამჟამინდელმა მფლობელმა ნახატი ქუთათელაძისგან კანონიერად შეიძინა და შესაბამისი დოკუმენტი არსებობს. ამას ქუთათელაძე კატეგორიულად უარყოფს და დოკუმენტის ექსპერტიზას მოითხოვს.