რიყეზე პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები ვიცე-მერმა დაათვალიერა
რიყეზე მშენებარე პარკი სამი მიმართულებით განვითარდება და მას რეკრეაციული ფუნქცია ექნება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, დავით ნინიძემ განაცხადა.
ასევე, იგეგმება მოეწყოს მუსიკალური თეატრი და დიდი საგამოფენო ან საკონცერტო დარბაზი. მუსიკალური თეატრის მშენებლობის შესახებ პროექტი იტალიელ არქიტექტორს, მაქსიმილიანო ფუქსასის ეკუთვნის. პროექტის განხილვა მიმდინარეობს და გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ მოხდება მისი დამტკიცება.
თბილისის ვიცე-მერმა ასევე აღნიშნა, რომ რიყის ტერიტორიაზე იგეგმება მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა, რომელიც 320 მანქანის პარკინგზე იქნება გათვლილი და ძველი თბილისის ისტორიულ უბნებში ავტოპარკინგის პრობლემას მოხსნის. რიყის რეაბილიტაციის პროგრამა კი სრულად 2012 წელს დასრულდება.
ამჟამად 10 ჰექტარ ფართობზე განთავსებულ პარკში, რომელსაც საქართველოს რუკის ფორმა აქვს, სხვადასხვა კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ეწყობა: ბილიკები, მცირე წყლის არხები და ტბები. ასევე, მცირე ატრაქციონები, საბავშვო და სპორტული მოედნები, უფროსი თაობისთვის დასასვენებელი ადგილი და ამფითეატრი, სადაც სხვადასხვა მუსიკალური და გასართობი ღონისძიებები გაიმართება. პარკი სხვადასხა ტიპისა და ზომის სანათი საშუალებებით განათდება.
რიყის პარკის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი აქცენტი სამგანზომილებიანი, გამოსახულებების მოძრავი მუსიკალური შადრევანი იქნება.
ამასთან, "მშვიდობის ხიდი" რიყის პარკს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან - ერეკლე II-ს, შავთელის, ჩახრუხაძის, ლესელიძის ქუჩებთან, მეიდანთან, კალასთან და აბანოთუბანთან დააკავშირებს.
თბილისის მერიამ რიყის, როგორც ქალაქის ძველი, ისტორიული ნაწილის კომპლექსური განვითარებისა და განაშენიანების კონცეფციაზე, მუშაობა 2009 წელს დაიწყო და პროგრამა რამდენიმე პროექტს მოიცავს.