გაზის გაჟონვის და ხანძრის სწრაფი ლიკვიდაციისთვის 112 დეტექტორებს დაამონტაჟებს
მხუთავი აირის გაჟონვის და ხანძრის კერის წარმოქმნის სწრაფად ლიკვიდირებისათვის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი 112 დედაქალაქსა და საქართველოს დიდ ქალაქებში უსაფრთხოების სისტემების დანერგვას იწყებს. ახალი ინიციატივა გულისხმობს დეტექტორების დამონტაჟებას ან/და ობიექტზე უკვე არსებული დეტექტორების ჩართვას აღნიშნულ სისტემაში.
მომსახურება ფასიანი იქნება და ის მსურველებს თვეში დაახლოებით 10 ლარი დაუჯდებათ. 112-ის დირექტორის, გიორგი ბიჭაშვილის განცხადებით, დეტექტორები საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს მისცემს შესაძლებლობას, ხანძრის ან CO-ს გაჟონვის შემთხვევაში, საწყის ეტაპზე და ოპერატიულად მოხდეს დახმარების ბრიგადების გაგზავნა შემთხვევის ადგილზე.
ვრცლად ინიციატივის შესახებ ambebi.ge-ზე