loader

საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრები ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მიემგზავრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრები ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მიემგზავრება

საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრები გუნდები ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ. ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატი, 8-17 ნოემბრის ჩათვლით, პოლონეთის ქალაქ ვარშავაში გაიმართება.

ქართველი მოჭადრაკეები ინტენსიურად ემზადებიან ჩემპიონატისთვის და გენერალურ შეკრებას ბორჯომში გადიან.

საქართველოს ქალთა ნაკრები წარმოდგენილია უძლიერესი შემადგენლობით: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ხურციძე, ლელა ჯავახიშვილი და მერი არაბიძე. მთავარი მწვრთნელი - ზურაბ სტურუა, მწვრთნელი - დავით ჯოჯუა, კაპიტანი - ნინო გურიელი.