გერმანიაში მესამე სქესი დააკანონეს
გერმანიაში მესამე სქესი დააკანონეს. დღეიდან გერმანიაში დაბადებული ბავშვი შეიძლება იყოს როგორც მდედრობითი, მამრობითი, ისე მესამე სქესის. ამგვარად მათ, ვისაც გამოკვეთილიო სქესობრივი ნიშნები არ გამოუვლინდებათ, ან აქვთ ორივე სქესისთვის დამახასიათებელი ნიშნები, შეეძლებათ თავადვე აირჩიონ სასურველი სქესი, ან დატოვონ გრაფა ცარიელი, - ნათქვამია ახალ კანონში, რომელიც ძალაში 1 ნოემბრიდან შევიდა.
გერმანია ევროპაში პირველი სახელმწიფოა, სადაც ზემოხსენებული ცვლილება შევიდა. მსოფლიოს მასშტაბით პირველი სახელმწიფო კი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში დაკანონებული "სქესობრივი დახარისხება" ეჭვქვეშ დააყენა, ავსტრალია იყო. შედეგად წარმოიშვა ტერმინი "ინტერსექსუალი" - ადამიანი, რომელსაც ორივე სქესისთვის დამახასიათებელი სქესობრივი ნიშანთვისებები აქვს და რომლის ფიზიოლოგიის მიხედვით, რომელიმე ერთი სქესისათვის მიკუთვნება შეუძლებელია. ავსტრალიის მაგალითმა, როგორც ჩანს, შვედეთშიც ჰპოვა გამოხმაურება და მათ სპეციალურად მესამე სქესის ადამიანის აღმნიშვნელი ნაცვალსახელიც კი მოიგონეს - ჰენ.
იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე