"უმცროსი ბორჯღალოსნები" ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ქართველი 19-წლამდელი მორაგბეები ევროპის ჩემპიონები გახდნენ. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ბრწყინვალე და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს - მათ 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ბელგიის 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრები გუნდი დაამარცხეს ანგარიშით 32:6.
ჩემპიონის ტიტულის მოპოვებით "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 20-წლამდელთა მსოფლიო ალაფის საგზური მოიხვეჭეს, რომელიც გაისად აპრილში ჰონგ-კონგში გაიმართება.
ჩემპიონის ტიტულის მოპოვებით "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 20-წლამდელთა მსოფლიო ალაფის საგზური მოიხვეჭეს, რომელიც გაისად აპრილში ჰონგ-კონგში გაიმართება.