ნიუ-იორკის ქუჩებში ერთდროულად 50 740-მა მორბენალმა გაირბინა
ამერიკაში, ნიუ-იორკში მარათონი ჩატარდა, რომელშიც რეკორდული რაოდენობის - 50 740-მა მორბენალმა მიიღო მონაწილეობა. აპრილში ბოსტონში მარათონზე მომხდარი ტერაქტის გამო ნიუ-იორკში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს. შარშან ამ პრესტიჟული ღონისძიების ჩატარებას ქარიშხალმა "სენდიმ" შეუშალა ხელი და ერთი წლით გადაიდო.