loader

"პრეზიდენტისგან ხელის შეშლამ მიგვიყვანა იქამდე, რომ წელს ეკონომიკა 6%-ით ვერ გაიზარდა" - ხადური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პრეზიდენტისგან ხელის შეშლამ მიგვიყვანა იქამდე, რომ წელს ეკონომიკა 6%-ით ვერ გაიზარდა" - ხადური

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეკონომიკური ზრდის მხოლოდ 2,5%-იან მაჩვენებელს კოჰაბიტაციასა და პრეზიდენტის მხრიდან მუდმივ ხელშეშლას უკავშირებს.

როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბევრი ფაქტორის, მათ შორის, პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენების გამო ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 2,5%-ს შეადგენს.

რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნას, რომელშიც საუბარია, რომ სავაჭრო დეფიციტის აღმოსაფხვრელად საქართველოს საგარეო ვალის აღება დასჭირდება, ფინანსთა მინისტრის განმარტებით, საქართველო საგარეო ვალს ნამდვილად იღებს, თუმცა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და ეს არ არის ვალი ვალისთვის.