მეთევზეებმა ქობულეთში აქცია გამართეს
ქობულეთის ფიჭვნარის სანაპიროზე შეკრებილმა მცირე ნავების მეპატრონეებმა მცურავი საშუალებების გაფორმებისთვის დაწესებული ყოველწლიური გადასახადი და ზღვის სიღრმეში შესვლის 300-მეტრიანი ზღვარი გააპროტესტეს.
როგორც მეთევზე სულხან კაკალაძე აცხადებს, მცურავი საშუალებების გაფორმებისთვის ყოველწლიურად 100-300 ლარის გადახდა უწევს, რაც არ შეუძლია. როგორც ის განმარტავს, ზღვის სიღრმეში შესვლისთვის დაწესებული ჯარიმები წვრილი მეთევზეებისთვის არაადეკვატურია.
მეთევზე-მეზღვაურთა პროფკავშირთა თავმჯდომარე დავით ნიკურაძე განმარტავს, რომ ლიცენზიის მქონე პირები თურქულ სეინერებს (საზღვაო თევზსაჭერი გემები) ამუშავებენ, რომლებსაც არასტანდარტული ბადეები აქვთ და შავი ზღვის აკვატორიის ფლორას და ფაუნას აზიანებენ. დავით ნიკურაძე გარემოს დაცვის შავი ზღვის კონვენციის ინსპექციას თევზის რეწვის პროცესის კონტროლს სთხოვს.