loader

რკინიგზა შეფერხებების გარეშე მუშაობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რკინიგზა შეფერხებების გარეშე მუშაობს

რკინიგზა ამ დროისთვის შეფერხებების გარეშე მუშაობს, - ამის შესახებ "საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, ყველა სამგზავრო მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან დღეს გრაფიკის შესაბამისად გავიდა. ასევე, დაგეგმილ საათებში გამოემგზავრნენ დედაქალაქისკენ მატარებლები დასავლეთიდან.

რკინიგზის თანამშრომლები დღეისთვის გაფიცვას გეგმავენ. ისინი ადმინისტრაციას ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, გამჭვირვალე საპრემიო სისტემის დაწესებას და დანამატების სტაჟისა და კვალიფიკაციის მიხედვით გაცემას სთხოვენ. დაჩი ცაგურიას განმარტებით, პროცესი გარედან იმართება და რკინიგზელთა ნაწილის მოთხოვნები დესტრუქციულია.

პროფკავშირების ინფორმაციით კი, ამ დროისთვის "საქართველოს რკინიგზის" 2 000-მდე თანამშრომელია გაფიცული. გაფიცულია თბილისის საკვანძო სალოკომოტივო დეპო, მახარისხებელი სადგური და სალიანდაგო სამსახური.