რასელ ქროუ ბიბლიური ნოეს როლში - დარენ არონოფსკის ახალი ფილმი Noah
"შავი გედის" რეჟისორი დარენ არონოფსკი 2014 წლის მარტში კინომოყვარულებს ახალ ფილმს წარუდგენს. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა "ნოეს" (Noah) პირველი ტრეილერი. 2-წუთიან მონაკვეთში ჩანს, რომ ფილმი საკმაოდ მასშტაბური იქნება. დრამაში მთავარ როლებს რასელ ქროუ, ენტონი ჰოპკინსი, ჯენიფერ კონელი და ემა უოტსონი ასრულებენ.