51-ე სკოლაში მოსწავლის დაჭრის ფაქტი არ დადასტურდა
51-ე საჯარო სკოლაში ინციდენტი მოხდა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მე-10 კლასის მოსწავლე ფეხში დაჭრეს, სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ არ დაადასტურა. მისი განცხადებით, თავად მოსწავლე ამას უარყოფს და ამბობს, რომ ფეხი მინაზე დაიზიანა. სიტუაციაში გარკვევამდე, სკოლაში პოლიცია თავად დირექტორმა გამოიძახა. ამ დროისათვის მოსწავლე გ.ქ. საკუთარ სახლში იმყოფება.