სიყვარულის ახსნა მეგრულად, "ლალე, ლალე" და კალაძის პარიკმახერი რუსთაველზე
საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მიმდინარეობის დროს რუსთაველის გამზირზე მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. როგორც მათ განაცხადეს, უმრავლესობა იქ პრეზიდენტის სანახავად მივიდა. შეკრებილებმა საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცეს და ბედნიერი მომავლის იმედი გამოთქვეს. ერთ-ერთმა მათგანმა სამშობლოს სიმღერა "ლალეც" კი მიუძღვნა.